ვალერი ჩეჩელაშვილი - არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს
არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს, ამიტომ, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუ
არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს, ამიტომ, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებული, - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს" წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს შეხვედრა შესაძლოა, იმ მიზნით შედგა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნებამ“ გამონახოს ახალი კომუნიკაციის არხები."ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხვდება უცხო ქვეყნის ელჩს, ამიტომ, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებული. ახლა ამ შეხვედრის მონაწილეთა კომპოზიციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაც ბიზნესპროექტების ლობირების მცდელობა, ან და უფრო გლობალურ კონტექსტში შეიძლება ეს იყოს მცდელობები, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნებამ“ გამონახოს ახალი კომუნიკაციის არხები, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი არის, ჯერ ერთი, ტრადიციულად მეგობრული ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. თუ ეს არის მეორე მიზეზი, ამას ჩვენ დავინახავათ ჩვენ ახლო მომავალში, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას შეხვედრა სხვა ელჩებთან ასევე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა.


