ბათუმელი მედროშე თავისუფალია, მან ციხე დღეს დატოვა - Batumelebi
4 ოქტომბრის საქმე •
დღეს, 6 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს.
ზურაბ ჭავჭანიძემ გლდანის საპყრობილე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზურაბ ჭავჭანიძეს სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ 2 წლიანი პირობითი მსჯავრი დარჩა.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმში 2025 წლის 8 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა მას სტრაგტეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
2026 წლის 22 ივნისს ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ზურაბ ჭავჭანიძემ პროცესზევე დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა.
ამავე თემაზე:
SAY.GE · ბათუმელი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


