პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე,...

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ფოტო: ინფო 9

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს.

ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდაინტერპრესნიუსი · 11:29 ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდაფრონტნიუსი · 12:11 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ