პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კირილ დმიტრიევი The Financial Times-ის ინფორმაციაზე - სიყალბეა, აშშ-სკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში,

კირილ დმიტრიევი The Financial Times-ის ინფორმაციაზე - სიყალბეა, აშშ-სკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

06.11.2026 / 13:11

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, ყალბია.

„სიყალბეა. აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს განაგრძობენ. რატომ ვრცელდება The Financial Times-გან ამდენი ყალბი ინფორმაცია?”- წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, The Financial Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს.

გამოცემის ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა სამიდან ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალეს, რაც, The Financial Times-ის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.

გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს „რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო”.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 13:11. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ