პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა (ЕАЭС) და ევროკავშირს შორის არჩევანის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ზახაროვას თქმით, ფაშინიანი „სიტყვიერ ეკვილიბრისტიკას“…

ზახაროვას თქმით, ფაშინიანს სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს
ფოტო: ნეტგაზეთი

06.11.202606.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა (ЕАЭС) და ევროკავშირს შორის არჩევანის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ზახაროვას თქმით, ფაშინიანი „სიტყვიერ ეკვილიბრისტიკას“ მიმართავს და სომხეთის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

„მოვისმინეთ მორიგი სიტყვიერი ეკვილიბრისტიკა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მორიგი გამონაგონი ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანთან დაკავშირებით. არაფერი ახალი, ალბათ, მხოლოდ ახალი გამოთქმებია, მაგრამ კვლავ დემოკრატიული ფორმულირებები, საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და არანაირი კონკრეტიკა“.

მისი თქმით, გაუგებარია სომხეთის ხელისუფლების ლოგიკა, რადგან, ზახაროვას შეფასებით, ჯერ მოსახლეობის აზრი უნდა გაიგონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები.

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) სრულფასოვანი მონაწილეობისთვის დაბრუნების შესაძლებლობა კვლავ აქვს, თუმცა, მისივე თქმით, „პარტნიორებს ორგანიზაციაში ძალით არავინ დააკავებს“.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: netgazeti.ge · გამოქვეყნდა 06.11.2026, 12:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ