რას გვიყვება ლურჯი გულის სიმბოლიკა ვიზუალურ კომუნიკაციაზე | Marketer
ციფრულ სივრცეში ლურჯი გულის ემოჯი დემოკრატების მხარდამჭერთა არაოფიციალურ ვიზუალურ ნიშნად იქცა, რაც განსაკუთრებით შუალედური არჩევნების შედეგების აღნიშვნისას
ციფრულ სივრცეში ლურჯი გულის ემოჯი დემოკრატების მხარდამჭერთა არაოფიციალურ ვიზუალურ ნიშნად იქცა, რაც განსაკუთრებით შუალედური არჩევნების შედეგების აღნიშვნისას გამოიკვეთა. სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა აქტივობასთან ერთად, ამ ტენდენციას საძიებო სისტემების მონაცემებიც ადასტურებს.
Google სისტემაში ლურჯი გულის მოძიების მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 80% ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდამ 1050% შეადგინა. ყველაზე მაღალი ინტერესი ტეხასსა და ჩრდილოეთ კაროლინაში დაფიქსირდა, იმ შტატებში, სადაც დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მანდატების მოპოვება შეძლეს. პოპულარული მუსიკალური შემსრულებლები და ამომრჩევლები არჩევნების დღეს საკუთარ პოსტებში ამ სიმბოლოს აქტიურად იყენებდნენ, რამაც პარტიის ოფიციალური გვერდების კომენტარებში ნამდვილი ტალღა გამოიწვია. ემოჯების რეალურ დროში აღრიცხვის პლატფორმებზე ლურჯმა გულმა გამოყენების სიხშირით ვარდისფერ და თეთრ სიმბოლოებს ორჯერ გადაასწრო, ლიდერად კი კვლავ სიყვარულის გამომხატველი წითელი გული დარჩა.
პოლიტიკური განწყობების გადმოსაცემად სიმბოლოების გამოყენება სიახლეს არ წარმოადგენს. ამერიკის დემოკრატმა სოციალისტებმა თავის დროზე ვრდის ემოჯი აირჩიეს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს კამალა ჰარისის მომხრეები პალმისა და ქოქოსის ნიშნებს იყენებდნენ, კანადის მწვანეთა პარტიამ კი მწვანე წერტილი საკუთარ ლოგოდაც აქცია.
ცენტრისტულ მემარცხენე ძალასთან ლურჯი ფერის დაკავშირება წმინდა ამერიკული ვიზუალური თავისებურებაა. დასავლურ დემოკრატიებში ფერების განაწილება ხშირად საპირისპიროა, სადაც წითელი ფერი ისტორიულად სოციალისტურ და მუშათა მოძრაობებს უკავშირდება. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია და კანადის ლიბერალური პარტია წითელს იყენებენ, კონსერვატორები კი ლურჯ ფერთან ასოცირდებიან.
ორათასიან წლებამდე შეერთებულ შტატებში პარტიების ფერები სატელევიზიო არხების გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. თუმცა ფლორიდაში ხმების ხანგრძლივი გადათვლის შემდეგ, რაც საინფორმაციო გადაცემების ეთერში კვირების განმავლობაში შუქდებოდა, მედიამ არსებული სტანდარტი დაამკვიდრა.
მოგვიანებით რესპუბლიკურმა პარტიამ წითელი ფერი საკუთარ ლოგოში ოფიციალურად დაამტკიცა.
წყარო: Fastcompany
SAY.GE · გვიყვება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

