ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს

ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო - ეს ის ღარიბაშვილია,

მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 14:56

მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს

ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო - ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს ორჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა „საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების“ შეურაცხყოფაა.

„ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო.

ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს 2-ჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში, მათ შორის ერთხელ ტელეკამერით და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო. 2-ჯერ ამავე თემაზე ივანიშვილმა ბაჩოს შეუგზავნა ჩუბინიძე და ორივე, ღარიბაშვილიც და ჩუბინიძეც ერთმანეთს ასწრებდნენ აქტიურობაში.

ეს, რა თქმა უნდა, გამორჩა საზოგადოებას, სამაგიეროდ ტირაჟირებენ „წერილით ნაწამები” ღარიბაშვილის გოდებას, რამაც დამაფიქრა იმაზე, რომ „ქოცები“ არიან ბუნებით ისტერიული ინტრიგანები. თვითონ რეებს ჩადიოდა, თუნდაც ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის გაყვანა რად ღირს და ამასობაში, ყველა მცირე დეტალიც კი დიდ უსამართლობად წარმოგვიდგინა.

ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია ამ სისულელეს არავინ აიტაცებს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 14:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ