შალვა პაპუაშვილი: ის რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი - ასე რომ, თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობისთვის, ეს მათი ქცევის გამოა
„ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშ...
„ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშია?“.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი.
„ის რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის. ამას ასწავლიან ოჯახში, ბაღში სკოლაში და ზოგადად ცხოვრება ასწავლის ამას ადამიანი. ასე რომ, თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობის გამო, ეს მათი ქცევის გამოა. უხამსობა რომ არ უნდა იყოს საჯარო სივრცის ნაწილი, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
SAY.GE · უხამსობა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
