ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მარტა კოსი - უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ - საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგშია, ჩართულობას ცდილობთ, ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ, დადებითად არ უპასუხიათ

ევროკავშირში უმრავლესობა არ არის, რომ სანქციები შემოვიღოთ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ.

მარტა კოსი - უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ - საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგშია, ჩართულობას ცდილობთ, ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ, დადებითად არ უპასუხიათ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ევროკავშირში უმრავლესობა არ არის, რომ სანქციები შემოვიღოთ ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, კოსის პასუხი პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას კითხვას მოყვა, რომელმაც ჰკითხა, თუ როდის იქნება ევროკავშირის სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, რა მლოკავს ამ სანქციებს და რა კეთდება ამ დაბრკოლების გადასალახად.

“საქართველოს რაც შეეხება. ევროკომისიას არ შეუძლია სანქციების დაწესება, ეს ჩვენი წევრი სახელმწიფოების, იგივე [ევროპული] საბჭოს, ხელშია.

გეთანხმებით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამაზე და გვიცდია. უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რომ სანქციების შემოვიღოთ იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც ახსენეთ [ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, მოსამართლეები] და ძალიან ბევრი სხვას წინააღმდეგ”, - აღნიშნა კოსმა.

ამასთან, ევროკომისარმა თქვა, რომ საქართველოს უკუსვლის მიუხედავად გაწევრიანების პროცესში, ქვეყანა არის დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილი, შესაბამისად, ევროპა საქართველოსთან ჩართულობას ცდილობს, თუმცა მათი წარმომადგენლებისგან დადებითი პასუხი არ არის.

ასევე, კოსმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრესის კუთხით ერთი მცირე ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, ძალიან დაეხმარებოდა.

„ჩვენთვის ნათელია, რომ ქვეყანა უკან რომც მიდიოდეს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადების დღის წესრიგშია. ჩვენ საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ. აქამდე დადებითად არ უპასუხიათ.

მოველით [საქართველოს] მთავრობისგან, რომ როგორც მინიმუმ იმ მიმართულებებში მიაღწიოს პროგრესს, რომლებშიც ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მეტად ზიანდება. ერთი მცირე ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსთან ვითხოვთ, ძალიან დაგვეხმარებოდა ამ მხრივ,” - განაცხადა კოსმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 23:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ