ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 22:45

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული გერს მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის გაუპატიურების შესახებ ვინმეს აცნობებდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 22:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიესაჯაფრონტნიუსი · 23:44 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ