ბერდია სიჭინავა - ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ წინა ხელისუფლების დროს, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება, როგორმე უნდა მოუსწრონ განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ყველა საკუთარ განაჩენს წერს, ხელი არავის უნდა შევუშალოთ
ამ წუთებში, ღამის 22:00 საათზე, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება შეუჩერებლად, როგორმე უნდა მოუსწრონ ეს განაჩენი საკონსტიტუციო
04.11.2026 / 21:35
ამ წუთებში, ღამის 22:00 საათზე, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება შეუჩერებლად, როგორმე უნდა მოუსწრონ ეს განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს, - ამის შესახებ ადვოკატია და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს კონვენციური უფლების არსებით დარღვევას აუცილებლად დაადგენს.
„ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ წინა ხელისუფლების დროს, აი, ახლა ამ წუთებში, ღამის 22:00 საათზე, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება შეუჩერებლად, როგორმე უნდა მოუსწრონ ეს განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს, ოღონდ რა კავშირშია პარტიის აკრძალვასთან, საერთოდ გაუგებარია.
არ არსებობს რაციონალური ახსნა და რაიმე არგუმენტი, არასამუშაო საათებში, შუაღამე, რატომ გრძელდება ინტენსიურად ეს სხდომა, დაცვის უფლების ხელყოფის ხარჯზე, რაც სამართლიანი სასამართლოს კონვენციური უფლების არსებითი დარღვევაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამას აუცილებლად დაადგენს ამ საქმეზე. ყველა საკუთარ განაჩენს წერს ამ საქმით, ხელი არავის უნდა შევუშალოთ”, - წერს ბერდია სიჭინავა.
SAY.GE · გაწუხებდათ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


