ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერ

ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტნიორებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწრონ და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს."ბრიუსელი უნდა შეეგუოს იმას, რომ მიუხედავად ამდენი წნეხისა, ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანია თვითონ ჩაუტარეს თავიდან ბოლომდე რადიკალურ ოპოზიციას, აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ "მაიდანიზაციას," ამ ყველაფრის მიუხედავად, რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდა და უნდა შეეგუონ ამ ფაქტს. ვერც საარჩევნო გზით ვერ ჩაგვანაცვლეს აგენტურული ოპოზიციის სახით. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუონ, რომ საქართველომ, დიახ, უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად ჩვენი სახელმწიფოს გამოყენებაზე და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება.მათ უნდა აღიარონ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვესაზღვრებით შავ ზღვას და დიახ, ჩვენ ნამდვილად საკვანძო ქვეყანა ვართ შუა დერეფნის. მათთვის შუა დერეფანი არის უალტერნატივო მარშრუტი, ჩრდილოეთ დერეფანი დაკეტილია, სამხრეთ დერეფანში არის მუდმივი პრობლემები, მით უმეტეს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაბამისად, შუა დერეფანს ალტერნატივა არ გააჩნია და ის ტვირთი, რაც ევროპისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასობით მილიარდ დოლარზე მაქვს მე საუბარი, რასაც ისინი ვაჭრობენ ჩინეთთან და პლუს კიდევ შუა აზიის ქვეყნებთან, ვისთანაც ჩვენ იდეალური ურთიერთობები გვაქვს და ძალიან სერიოზული პარტნიორობა, როგორც ჩინეთთან, ასევე, შუა აზიის ქვეყნებთანაც, ისევე როგორც ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. როდესაც ისინი ამ მარტივ ჭეშმარიტებებს აღიარებენ და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, მაგ შემთხვევაში უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ჩვენ არ დავიწყებთ იმ უსამართლო მიდგომებზე საუბარს, გადავაფურცლავთ იმ ყველაფერს და ახალი ფურცლიდან დავიწყებთ საუბარს. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ამ ურთიერთობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 23:34. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნებაინფო 9 · 23:36 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ