ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის...
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება, ბიზნესის რეკეტი და სხვა მძიმე ფაქტები უკვე საკმარისი საფუძველი უნდა იყოს პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2012-დან 2019 წლამდე პერიოდზეც.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროცესზეც ძალიან ბევრჯერ სცადეს წარმოეჩინათ, თითქოს მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმას ვედავებით, რომ ისინი ერთიანი ძალა არიან. ჩვენ სარჩელში ვედავებით კონსტიტუციური წყობილების დარღვევას ძალიან ბევრი მიმართულებით. არის პრეტენზიები არაკონსტიტუციურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ინდივიდუალურად მიესადაგება ყველა პარტიას, და არის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომლებიც კოლექტიურად მიესადაგებათ. თუმცა, რომ ყველანი ამ ყველაფრის თანამოზიარეები არიან, სწორედ ამას ვამყარებთ იმით, რომ ისინი ერთიან ძალას - „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
სარჩელის პერიოდი სამ ნაწილად რომ დავყოთ: 2012 წლამდე პერიოდი, სადაც სისტემური დანაშაულები იყო - წამება, ციხეში რაც ხდებოდა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც საკმარისი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად.
არის მეორე პერიოდი - 2019 წლამდე, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ, შემდეგ იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ ამბობდნენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია, ყველა საკონსტიტუციო ორგანო არალეგიტიმურია, მიღებული კანონები არალეგიტიმურია, იყო მუდმივი რყევა და ჯანჯღარი ჩვენი ქვეყნისა და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასაყვანად.
„თუნდაც 2019 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ლელო“ და გახარია „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ და ერთად დაიწყეს მოქმედება - ეს მათი გარე პატრონების მხრიდან დივერსიფიცირებული სცენარია. იქიდან გამომდინარე, რომ გარე ხელმძღვანელობამ ფსონი მხოლოდ „ნაცებზე“ აღარ დადო (რადგან მათ სისხლიანი წარსული ვერ ჩამოირეცხეს), ხელოვნურად გააჩინეს „ევროპული საქართველო“, „ევროპული ნაცები“, პარტია „ახალი“ ნიკა გვარამიას მეთაურობით, „ლელო“, გახარიას პარტია და საბოლოოდ ეს ყველაფერი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ წარმოგვიდგინეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
SAY.GE · დივერსიფიცირებულ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


