კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
დისკუსიები გრძელდება და საქართველოს საკითხს იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ , - ამის შესახებ ევროკავშირის
04.11.2026 / 18:59
კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
დისკუსიები გრძელდება და საქართველოს საკითხს იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაია კალასმა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება.
„დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა. ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, თუ როგორ მივუდგეთ მას და რას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს სწორი გზა არ არის“, - განაცხადა კაია კალასმა.
SAY.GE · დისკუსიები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
კაია კალასი - სანქციებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხსფრონტნიუსი · 19:16
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

