ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

კაია კალასი - სანქციებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს

სანქციებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქ

კაია კალასი - სანქციებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს
ფოტო: ფრონტნიუსი

სანქციებთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, თავდაპირველად ამაზე წევრ სახელმწიფოებს ერთგვაროვანი პოზიცია არ ჰქონდათ."დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა, ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა, რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, თუ როგორ მივუდგეთ მას და რას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს სწორი გზა არ არის“, - განაცხადა კაია კალასმა.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 04.11.2026, 19:16. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილებაინტერპრესნიუსი · 18:59 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ