ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ფოტო: პრაიმტაიმი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია ემშვიდობება.

„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს.
დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.

საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.ძალიან დაგვაკლდები, მათე,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.

გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 19:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ