შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა. „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ. ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა…
ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.
„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
„საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, რომელშიც „ფორმულა“ მდებარეობს. თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული და ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, – დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში, ეთერიდან გასვლის შემდეგ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სახანძროები ადგილზე იმყოფებიან.
SAY.GE · მაუწყებლობა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

