5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი - შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი
5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით.
04.11.2026 / 14:56
5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა

