თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 4 ნოემბერს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 4 ნოემბერს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბ ჩხიკვაძის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ნინო ოქრუაძის მიერ წარდგენილ საკითხებს.აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 ნოემბრის მორიგი სხდომისდღის წესრიგი:1. "თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282629654, 23.10.2026 წ.);მომხს.: ზ. ჩხიკვაძე2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282629655, 23.10.2026 წ.);მომხს.: ზ. ჩხიკვაძე3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის წერილი № 28-282630719, 03.11.2026 წ.);მომხს.: ბ. ბუცხრიკიძე4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,სოფელ კვახჭირში №10 ქუჩისა და სოფლის ცენტრში მდებარე სკვერისათვის საზოგადო მოღვაწე - მურადი წივწივაძის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ’’ 2026 წლის 07 ოქტომბრის №გ-29. 29262804 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;მომხ: ბ. ბუცხრიკიძე5. "თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 ივნისის № 29.29261543 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის წერილი № 28-282630720, 03.11.2026 წ.);მომხს.: ლ. ლანჩავა6. "თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2026 წლის პროგრამის’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 ივნისის № 29.29261542 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის წერილი № 28-282630720, 03.11.2026 წ.);მომხს.: ლ. ლანჩავა7. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქნის ნატურით - უსასყიდლოდ გადაცემის 2026 – 2027 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის წერილი № 28-282630723, 03.11.2026 წ.);მომხს.: ბ. ბუცხრიკიძე8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომ თერჯოლა, ს. გოგნში მდებარე ქონება (ს.კ.33.16.31.098; ს. გოგნის საბავშვო ბაგა-ბაღი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალურ ცენტრს (ს. კ. 231948863) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის წერილი № 28-282630722, 03.11.2026 წ.);მომხს.: ბ. ბუცხრიკიძე9. „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282630356, 30.10.2026 წ.);მომხს.: ნ. ოქრუაძე10. ა(ა)იპ სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრის 2026 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში (ა(ა)იპ სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულება თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის წერილი №16-282630687, 02.11.2026 წ.).მომხს.: ნ. მოსიაშვილი
