ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მედიაკოალიცია: ბერას საჩივარი „ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელება

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

მედიაკოალიცია: ბერას საჩივარი „ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელება
ფოტო: პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის საჩივრები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა.

მედიაკოალიციის განცხადებით, საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) ხასიათს და მათი გამოყენება არ ემსახურება რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, პირიქით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის სასამართლოზე, საკუთარი ზეგავლენის გამოყენება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად.

„მსგავსი დავები იქცევა ცენზურის დაწესების, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოძიებებისა და ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის იარაღად“, – წერია განცხადებაში.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ორივე ტელევიზიას და ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომელიც აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

„თავისუფალი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი და ვერანაირი შანტაჟი თუ სარჩელი ვერ აიძულებს მათ, შეწყვიტონ სიმართლის თქმა და საზოგადოების ინფორმირება“, – წერს კოალიცია.

3 ნოემბერს ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ივანიშვილი ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 04.11.2026, 16:05. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ