გიორგი კაჭარავა - შუალედურმა არჩევნებმა ტრამპს ხელები შეუკრა საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ არა საგარეოში
აშშ-ში კონგრესსა და სენატში გამართული შუალედური არჩევნების სავარაუდო შედეგებზე, ასევე იმაზე, ამ არჩევნების შედეგები, როგორ იმომედებს აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აშშ-რუსეთის, ასევე უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, Eurasia Analyst-ის დამფუძნებელ გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, აშშ-ში შუალედური არჩევნები შედგა. მის შედეგებს ელოდა არა მარტო ამერიკის მოსახლეობა, რომელიც უკმაყოფილოა ტრამპის 2 წლიანი მმართველობით, რომელმაც უკონტროლო მიგრციასთან დაანონსებული ბრძოლის შედეგად კიდევ უფრო დაამძიმა ამერიკის შრომის ბაზარი, შედეგად გაიზარდა მშენებლობასა და სასოფლო სამეურნეო სფეროში შრომის ფასი, ასევე ტრამპის ადმინისტრაცია ვერ გაუმკლავდა საწვავზე ფასის 34% ზრდას.
არჩევნების შედეგებს ყველაზე დიდი ინტერესით ელიან უკრაინაში, რუსეთში და ირანში.
„რესპუბლიკური“ პარტია შუალედურ არჩევნებს პრეზიდენტ ტრამპის უპრეცედედენტოდ დაცემული რეიტინგით შეხვდა. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპის მოსკოვისადმი გაუგებარი და არათანმიმდევრული პოლიტიკა.
უკრაინასთან ომის დასრულების დაპირების ნაცვლად შედეგი ასეთია - ტრამპმა არა თუ ვერ შეძლო პუტინს უარი ეთქვა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთთან დიზელის სასვაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ტრამმა არა თუ უარი თქვა მის მიერვე ხელმოწერილ გრემი - ბრემენტალის კანონის შესრულებაზე, ბევრის შეფასებით ტრამპი პუტინთან გაუგებარი თამაშებით რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აკეთებდა პროგნოზს, რომ ტრამპი ქვედა პალატას, ანუ კონგრესში უმრავლესობას დაკარგავდა. სხვები არც იმას გამორიცხავდნენ, რომ არ იყო გამორიცხული „რესპუბლიკელებს“ სენატშიც დაეკარგად უმრავლესობა.
ბევრი რამ დამოკიდებული იყო იმაზე, „რესპუბლიკელები“ წააგებდნენ თუ არა კანზასსა და ტეხასის შტატებს. როგორც სტატისტიკა ამბობს, „რესპუბლიკელებს“ კანზასი 1960 -აინი წლის შემდეგ არ წაუგიათ.
რადგნან თავიდანვე ცნობილი იყო რომ 3 ნოემბრის არჩევნების ბოლოს მხოლოდ კონგრესის არჩევნების შედეგები იქნებოდა ცნობილი, მოდით შეფასებაც კონგრესში შუალედური შედეგების შეფასებით დავიწყოთ.
რა აჩვენა აშშ-ში ქვედა პალატაში, ანუ კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგებმა? დაკარგეს თუ არა „რესპუბლიკელებმა“ კონგრესი და როგორ აისახება აშშ-ს საშინაო პოლიტიკაზე?
- დიახ, „რესპუბლიკელებმა“ ქვედა პალატა დაკარგეს, და მასშტაბი მოლოდინზე დიდია. NBC-ის შეფასებით, „დემოკრატები“ დაახლოებით 255 მანდატს მიიღებენ, როცა უმრავლესობისთვის 218 არის საჭირო. ეს თითქმის ორი ათწლეულის უდიდესი უმრავლესობა იქნება. „დემოკრატებმა“ ისეთ ოლქებშიც გაიმარჯვეს, სადაც 2024 წელს ტრამპს 10 პუნქტით და მეტით ჰქონდა უპირატესობა.
ამომრჩეველი ერთი თემით არ ხელმძღვანელობდა. გადამწყვეტი იყო ფასები და საწვავი, ირანთან ომის ფასი და ტრამპის დაბალი რეიტინგი. აიოვაში დიზელის ფასი გალონზე ექვს დოლარამდე გაიზარდა და ეს კამპანიის თემა გახდა. ტრამპმა არჩევნები პრაქტიკულად საკუთარ რეფერენდუმად აქცია, ამიტომ შედეგი მისი პირადი მარცხია.
„დემოკრატები“ დაახლოებით 255 მანდატს მიიღებენ, როცა უმრავლესობისთვის 218 არის საჭირო. ეს თითქმის ორი ათწლეულის უდიდესი უმრავლესობა იქნება. „დემოკრატებმა“ ისეთ ოლქებშიც გაიმარჯვეს, სადაც 2024 წელს ტრამპს 10 პუნქტით და მეტით ჰქონდა უპირატესობა
საშინაო პოლიტიკაში ეს ნიშნავს რამდენიმე რამეს:
- იანვრიდან დემოკრატები აკონტროლებენ კომიტეტებს და მოიპოვებენ დაკითხვისა და გამოძიების უფლებას.
- მარტივი უმრავლესობით კანონების გატარება შეეძლებათ.
- ტრამპის ვეტოს გადასალახად საჭირო ორი მესამედი მათ არ ექნებათ.
შედეგად ველოდები კანონმდებლობის ჩიხს, მწვავე ბიუჯეტურ დაპირისპირებას და ტრამპის მხრიდან უფრო ხშირ დაყრდნობას აღმასრულებელ ბრძანებებზე. იანვრამდე კიდევ ორი თვე მუშაობს ძველი კონგრესი, ანუ ტრამპს აქვს გარდამავალი ფანჯარა, რომელშიც ბევრი რამის გაკეთებას შეეცდება
შედეგად ველოდები კანონმდებლობის ჩიხს, მწვავე ბიუჯეტურ დაპირისპირებას და ტრამპის მხრიდან უფრო ხშირ დაყრდნობას აღმასრულებელ ბრძანებებზე. იანვრამდე კიდევ ორი თვე მუშაობს ძველი კონგრესი, ანუ ტრამპს აქვს გარდამავალი ფანჯარა, რომელშიც ბევრი რამის გაკეთებას შეეცდება.
სენატიც „დემოკრატებს“ ხელში გადადის. რაც სენატის „დემოკრატების“ მხრიდან კონტროლს ნიშნავს
- არჩევნებამდე ბევრი არც იმას გამორიცხავდა რომ „რესპუბლიკელები“ სენატსაც წააგებდნენ. თუმცა, ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ამერიკელებს არ უყვართ როცა, ქვეყანის ინსტიტუტებს ერთი პარტია აკონტროლებს და საუბარი იმაზე რომ „რესპუბლიკელები“ სენატსაც წააგებდნენ, აშკარად გადაჭარბებული იყო.
თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ „დემოკრატები“ სენატში 82%-იანი უმრავლესობა მოიპოვონ.
გასაგებია, რომ სეტანში არჩევნების შედეგები სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი, მაგრამ, რაზე მეტყველებენ ის მონაცემები, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი.
არჩევნებამდე ითვლებოდა რომ თუ „დემოკრატები“ სენატსაც მოიგებდნენ, „ტრამპის დაღმასვლა დაიწყებოდა.“
იმ მონაცემებით, რაც არჩევნების პირველადი მონაცემების შედეგებით იკვეთება,რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „რესპუბლიკურმა“ პარტიამ, შეიძლება სენატი დაკარგოს?
თუ კი, ეს სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაციაზე?
- ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია: სენატიც „დემოკრატებს“ ხელში გადადის. ზოგიერთის პროგნოზით, „დემოკრატებმა“ მანდატები წაართვეს „რესპუბლიკელებს“ აიოვაში, კანზასში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და ტეხასში. ისინი უკვე, ამ დილის მონაცემებით 51 მანდატს ფლობენ, რაც სენატის დემოკრატების მხრიდან კონტროლს ნიშნავს. მეინისა და მიჩიგანის შედეგები ჯერ ბოლომდე არ იყო გამოცხადებული.
„დემოკრატი“ ადამ ჰამილტონი პირველი დემოკრატია, ვინც 1932 წლის შემდეგ კანზასიდან სენატში აირჩიეს. ამ მანდატს „რესპუბლიკელები“ ათწლეულებით აკონტროლებდნენ
ძალზედ ნიშანდობლივია კანზასის სენატში არჩევნების შედეგების განსაკუთრებულობა. „დემოკრატი“ ადამ ჰამილტონი პირველი დემოკრატია, ვინც 1932 წლის შემდეგ კანზასიდან სენატში აირჩიეს. ამ მანდატს „რესპუბლიკელები“ ათწლეულებით აკონტროლებდნენ.
ტრამპისთვის ამას სამი შედეგი ექნება - სენატი იქნება დაბრკოლება მინისტრებისა და მოსამართლეების დანიშვნისას, გაძლიერდება ზედამხედველობა საგარეო პოლიტიკასა და სანქციებზე, საკანონმდებლო ინიციატივები მხოლოდ კომპრომისით გაივლის
ტრამპისთვის ამას სამი შედეგი ექნება:
- სენატი იქნება დაბრკოლება მინისტრებისა და მოსამართლეების დანიშვნისას.
- გაძლიერდება ზედამხედველობა საგარეო პოლიტიკასა და სანქციებზე.
- საკანონმდებლო ინიციატივები მხოლოდ კომპრომისით გაივლის.
ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორ წელს განსაზღვრავს ვეტოს უფლება და აღმასრულებელი ძალაუფლება. პრობლემა ექნება რესპუბლიკელ ლიდერებსაც, მათ შორის ვენსს, რომლის ბედი ტრამპის რეიტინგს უკავშირდება.
„დემოკრატებმა“ გუბერნატორის პოსტები წაართვეს „რესპუბლიკელებს“ ტეხასში, ოჰაიოში, ჯორგიასა და აიოვაში… ეს მნიშვნელოვანია, რადგან გუბერნატორები კონტროლს ახორციელებენ არჩევნების ორგანიზებასა და 2028 წლის საარჩევნო ოლქების საზღვრებზე
- გუბერნატორების არჩევნები ტარდებოდა 30 შტატში. გუბერნატირების არჩევნებმა რა აჩვენა?
გუბერნატორები 36 შტატში აირჩიეს. „დემოკრატებმა“გუბერნატორის პოსტები წაართვეს „რესპუბლიკელებს“ტეხასში, ოჰაიოში, ჯორგიასა და აიოვაში. ტეხასში ჯინა ჰინოხოსამ აბოტი დაამარცხა. პენსილვანიაში გუბერნატორ შაპიროს მეორე ვადა მოუგია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გუბერნატორები კონტროლს ახორციელებენ არჩევნების ორგანიზებასა და 2028 წლის საარჩევნო ოლქების საზღვრებზე.
შედეგი აჩვენებს, რომ „დემოკრატების“ წინსვლა მხოლოდ ტრამპის საწინააღმდეგო პროტესტი არ არის. „რესპუბლიკელი“ კანდიდატების სისუტემ ბევრ ადგილას დემოკრატების სასარგებლოდ იმუშავა.
ტალარიკო ახლა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღმავალი ფიგურაა აშშ-ს პოლიტიკურ სცენაზე. მან დაამარცხა ტრამპის მხარდაჭერილი კენ პაქსტონი ტეხასში, და გახდა პირველი დემოკრატი, რომელიც ლოიდ ბენტსენის შემდეგ ტეხასიდან სენატში აირჩიეს… მაგრამ „დემოკრატებისაგან“ მთავარ კანდიდატად მის დასახელებას ჯერ ნაადრევად მივიჩნევ
- შუალედური არჩევნების ბევრი თვალსაზრიით იყო მნიშვნელოვანი. მხედველობაში მაქვს ის რომ თუ „დემოკრატი“ ჯეიმს ტალარიკო შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებდა, არ იყო გამორიცხული კი არა, დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატებიდან“ სწორედ იგი იქნებოდა „დემოკრატების“ მთავარი კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე.
როგორც ამბობენ, იგი ღრმად რელიგიური ადამიანია და მემარცხენე სოციალისტური შეხედულებებისაა. როგორც ბევრი შენიშნავს ამერიკელი „დემოკრატები“ სულ მეტად ემსგავსებიან ევროპელ მემარცხენეებს, ან სოციალ-დემოკრატებს.
რამდენად დიდია იმის ამბათობა რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ მთავარი პრეტედენტი ჯეიმს ტალარიკო იქნება?
თუ ასე აღმოჩნდა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა სავარაუდოდ, როგორი იქნება? მათ შორის, ევროპასთან და უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით?
- ტალარიკო ახლა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღმავალი ფიგურაა აშშ-ს პოლიტიკურ სცენაზე. მან დაამარცხა ტრამპის მხარდაჭერილი კენ პაქსტონი ტეხასში, და გახდა პირველი დემოკრატი, რომელიც ლოიდ ბენტსენის შემდეგ ტეხასიდან სენატში აირჩიეს. მისი კამპანიის ძალა იყო რწმენაზე დაფუძნებული რიტორიკა, რომელიც ტრადიციული დემოკრატების ფარგლებს სცილდებოდა. ამიტომ მის სოციალისტად დახასიათებას ზედმეტად გამარტივებულად მივიჩნევ. მაგრამ მთავარ კანდიდატად მის დასახელებას ჯერ ნაადრევად მივიჩნევ.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, „დემოკრატი“ პრეზიდენტი სავარაუდოდ დაუბრუნდებოდა ალიანსების უფრო თანმიმდევრულ პოლიტიკას და უფრო სტაბილურად დაუჭერდა მხარს უკრაინას
იანვარში ის ახალბედა სენატორი იქნება, ხოლო პირველადი არჩევნების ძირითადი სახელებია ნიუსომი, შაპირო, პრიცკერი, ბუტიჯეჯი, ბეშირი და ოკასიო-კორტესი. ჩემი შეფასებით, მისი მთავარ კანდიდატად გახდომის ალბათობა 10%-ზე დაბალია. ბევრად რეალურია, რომ ის განიხილონ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, რადგან ის ტეხასის 40 ამომრჩევლის ხმის მოგების შანსი ექნება პარტიისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიის სფეროდანაა ამ ეტაპზე.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, „დემოკრატი“ პრეზიდენტი სავარაუდოდ დაუბრუნდებოდა ალიანსების უფრო თანმიმდევრულ პოლიტიკას და უფრო სტაბილურად დაუჭერდა მხარს უკრაინას.
თუმცა შიდა ბაზარზე ფასების ზრდა და ბოლო დროს წარმოებული ომების მაღალი როგორც პოლიტიკური ასევე ფინანსური ღირებულების გამო ევროპასთან უსაფრთხოების სფეროში ტვირთის გაყოფა, ტარიფები და ჩინეთთან კონკურენცია ორპარტიული ინტერესის თემებად დარჩება.
შეზღუდული, მიზნობრივი დარტყმები გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე ხანგრძლივი 60-დღიანი კამპანია. ამ უკანასკნელის ალბათობას დაახლოებით 25–30%-ად ვაფასებ. ამას განაპირობებს საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზეც და აშშ-ს ტერიტორიაზე
- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, 3 ნოემბრამდე ბევრი არ გამორიცხავდა იმას რომ შუალედური არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას მაინც დაიწყებს.
ამის მიზეზად სახელდებოდა ის რომ ორმუზის სრუტეს ირანელები აკონტროლებენ. დღეის მონაცემებით ირანმა, შესაძლოა, ორმუზის კონტროლისთვის დღეში 20 მილიონი აშშ დოლარი მიიღოს, რის დათმობასაც, როგორც ამბობენ თეირანის ისლამისტური ხელისუფლება თავისი ნებით არ აპირებს.
აშშ-ირანის სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებსა და შეუთანხმებელ წინადადებებზე სხვადასხვა ვერსიები კი ვრცელდება, მაგრამ, არ ჩანს რომ ვაშინგტონი და თეირანი რაიმე შთანხმებამდე მივიდნენ.
შუალედური არჩევნების შემდეგ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 60 დღიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს?
- ვითარება არაერთგვაროვანია. ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე არ დაარტყამდა ურანს და აღნიშნა, რომ ირანთან გარიგებასა და ომის გაგრძელებას შორის გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-მა შეზღუდული დარტყმა განახორციელა ორმუზის სრუტესთან მდებარე ირანულ ობიექტებზე, ხოლო ნეთანიაჰუ ტრამპს არჩევნების შემდეგ ირანზე შეტევისკენ უბიძგებს. მეორე მხრივ, თეირანი ამბობს, რომ ორმუზს ორ დღეში გახსნის, თუ ვაშინგტონი მის პირობებს მიიღებს.
ომის ფასი უკვე მაღალია: პენტაგონის მონაცემით, ხარჯი 47,1 მილიარდ დოლარს აღწევს, მსხვერპლის რაოდენობა კი 23 ამერიკელი სამხედრო. სენატმა 24 სექტემბერს 49-50 ხმით უარყო ომის უფლებამოსილების შემზღუდავი რეზოლუცია.
იანვრიდან „დემოკრატიული“ სენატი ამ შეზღუდვის დაწესებას დიდი ალბათობით შეეცდება, თუმცა ტრამპს ვეტოს გამოიყენებს უფლება გააჩნია და დემოკრატებს ამ სემთხვევაში ხმების ორი მესამედი არ გააჩნიათნ საპრეზიდენტო ვეტოს დასაძლევად.
ჩემი შეფასებით, შეზღუდული, მიზნობრივი დარტყმები გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე ხანგრძლივი 60-დღიანი კამპანია. ამ უკანასკნელის ალბათობას დაახლოებით 25–30%-ად ვაფასებ. ამას განაპირობებს საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზეც და აშშ-ს ტერიტორიაზე. გარდა ამისა გასათვალისწინებელია მოკავშირეების მხრიდან წნეხი და ის, რომ ამომრჩეველმა სწორედ ომის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვით სენატიც და წარმომადგენლების პალატა ჩააბარა ვდემოკრატებს.
მთავარი ისაა, რომ სრუტე თეირანისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტია, რომელსაც ის ნებაყოფლობით არ დათმობს
რაც შეეხება ორმუზის გაკონტროლებით ირანის მიერ მიღებულ ყოველდღიურ შემოსავალს, ციფრს მნიშველობა არა აქვს ჩემი აზრით. მთავარი ისაა, რომ სრუტე თეირანისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტია, რომელსაც ის ნებაყოფლობით არ დათმობს.
დაბრკოლებებს ერთის მხრივ წარმოადგენს პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის არსებობა, თუმცა, აშშ ამ სასამართლოს წევრი არ არის და დაკავების ვალდებულება არ აქვს
- გასაგებია რომ შუალედური არჩევნების შედეგები, ანუ კონგრესსა და სენატში წარმყვანი პოლიტიკური წრეების კონფიგურაცია უფრო აშშ-ს საშინაო პოლიტიკაზე აისახება, ტრამპს გაუჭირდება საშინაო პოლიტიკის თემებზე გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ, რადგან აშშ-ს საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის პრეპოგატივაა, ცხადია, ტრამპი გააგრძელებს ევროპის, რუსეთისა და უკრაინის საკითხებში იმ პოლიტიკის გატარებას, რომლითაც მან ამერიკელებიც, ევროპელებიც და უკრაინელებიც გააკვირვა.
ცხადია რომ არჩევნების შდეგების მიუხედავად ტრამპი გააგრძელებს G-20-ის ფორმატში პუტინის ლობირებას. მას ნათქვამი აქვს რომ სურს G-20-ის ფორმატში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება. ამის პარალელურად, ამას წინათ თურქეთში ვიზიისას მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა რომ მზადაა შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს თურქეთში.
ტრამპის ამ მცდელოებებზე ევროკავშირის კომისარმა კაია კალასმა განაცხადა - „დიდი ოცეულის სამიტში პუტინის შესაძლო მონაწილეობა ომის დანაშაულების ნორმალიზების რისკს ქმნის“.
ვერაფერს დაამატებ, რადგან ქალბატონი კალასი სწორადაც შენიშნავს - აგრესორი რუსეთის ლიდერი, რომელმაც უკრაინაში ამდენი ხალხი დახოცა და ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორა ცივილიზებული ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე არაფერი ესაქმება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ G-20-ის ფარგლებში შესაძლებელი გახდეს პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობა და ზელენსკი-პუტინის შეხვედრა?
თუ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის გამართვის ყველაზე დიდი ალბათობა მაინც თურქეთშია?
- პუტინი მაიამის G20-ის სამიტზე უკვე მიიწვიეს, ხოლო სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. პუტინს პირადად ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია ინფორმაცია სამიტზე მისი დასწრების შესახებ. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ზელენსკის მოწვევას პრობლემად არ თვლის. ზელენსკი, მისი არაერთი განცხადებიდან გამომდინარე, მზადაა პუტინს შეხვდეს, თუ შეხვედრა ომის დასრულების კონკრეტულ შედეგს მოიტანს.
სავარაუდოდ, დაბრკოლებებას ერთის მხრივ წარმოადგენს პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის არსებობა, თუმცა, აშშ ამ სასამართლოს წევრი არ არის და დაკავების ვალდებულება არ აქვს.
თუ შეხვედრა მაინც გახდა შესაძლებელი, თურქეთი უფრო სავარაუდო ადგილია, ვიდრე ამერიკაში გამართული დიდი ოცეულის სამიტი, მაგრამ ამას კონკრეტული შეთანხმებებისთვის საჭირო, კარგად მომზადებული და მხარეებთან შეთანხმებული გზამკვლევი სჭირდება და არა სიმბოლურად გადაღებული ფოტო
მეორე მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა ბრძანა, რომ ლავროვის პოზიცია G-20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილის არარსებობაზე მიუთითებს.
ჩემი შეფასებით, პუტინის პირადი მონაწილეობის ალბათობა დაახლოებით 30%-ია. ის ამერიკაში სამიტზე წასვლას მხოლოდ მაშინ გარისკავს, თუ მისი მიღება ლეგიტიმაციის უპირატესობას მოუტანს. აქედან გამომდინარე ზელენსკი-პუტინის პირდაპირი შეხვედრის ალბათობაც დაბალია, რადგან მოსკოვი ასეთ შეხვედრას ტრადიციულად ერიდება.
თუ შეხვედრა მაინც გახდა შესაძლებელი, თურქეთი უფრო სავარაუდო ადგილია, ვიდრე ამერიკაში გამართული დიდი ოცეულის სამიტი: ერდოღანი ორივე მხარესთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებს და სტამბოლი არაერთხელ ყოფილა მოლაპარაკებებს მასპინძელი ქალაქი. მაგრამ ამას კონკრეტული შეთანხმებებისთვის საჭირო, კარგად მომზადებული და მხარეებთან შეთანხმებული გზამკვლევი სჭირდება და არა სიმბოლურად გადაღებული ფოტო.
საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის პრეროგატივად რჩება, ამიტომ მისი კურსის შეცვლას არჩევნები ავტომატურად არ გამოიწვევს. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტ ტრამპს დიდი და გადამწყვეტი უფლება-მოსილება გააჩნია
- არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კიევთან, ევროპასთან და რუსეთთან მიმართებაში რა სავარაუდოდ ტაქტიკით იმოქმედებს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია?
- საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის პრეროგატივად რჩება, ამიტომ მისი კურსის შეცვლას არჩევნები ავტომატურად არ გამოიწვევს. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტ ტრამპს დიდი და გადამწყვეტი უფლება-მოსილება გააჩნია.
ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ის ფაქტი როდესაც მან 9 ოქტომბერს ნაწილობრივ შეამსუბუქა რუსეთის მიმართ სასანქციო რეჟიმი და ნება დართო რუსული დიზელის იმპორტი, 16 ოქტომბერს შეაჩერა რა კონგრესის ახალი სანქციების ე.წ. გრემ-ბლუმენტალის მიერ ინიციირებული კანონის ზოგიერთი დებულება. გაგახსენებთ, რომ თვითონ აღნიშნულ კანონს მან 18 სექტემბერს ხელი მოაწერა, ხოლო ორი კვირის შემდეგ საკუთარივე გადაწყვეტილებით მოაწერა.
კონგრესის „დემოკრატიულ“ უმრავლესობას ტრამპზე გარკვეული ზემოქმედების ბერკეტებიც ექნება, და სწორი პოზიციონირებითა და პოლიტიკის გატარებით აშშ-ს ახლად არჩეულ კანონმდებლებს შეეძლებათ ადმინისტრაციის მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც. მაგრამ ამას ჩვენ დრო და ვითარება გვიჩვენებს მომავალი წლის იანვრიდან
მაგრამ ისიც ხაზგასასმელია, რომ სენატორთა ორპარტიულ თორმეტწევრიან ჯგუფს ხსენებული დიზელის გარიგება უკრაინის ინტერესების ღალატად მიაჩნია, თუმცა ამას პოლიტიკური განცხადებების მიღმა ქმედითი შედეგი ვერ მოჰყვება.
ჩემი მოლოდინია, რომ ტრამპი შეინარჩუნებს მრავალწახნაგიან პოზიციებს სხვადასსხვა საკითხთან მიმართებაში, და აღნიშნული პოზიციები ისევ და ისევ ტრანზაქციული ბუნების იქნება.
კერძოდ რუსეთთან დაკავშირებით ეს გამოიხატება ტრანზაქციულ დიპლომატიასა და ეკონომიკური კონტაქტების წახალისებაში, მათ შორის G20-ზე მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მიმართ ღია კარის პოლიტიკის ჩათვლით. ის შეეცდება მიაღწიოს გარკვეულ გარიგებებს ახალი კონგრესის სრულად უფლებამოსილებაში შესვლამდე , ანუ 2027 წლის იანვრამდე.
რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის არსებული მიდგომა შენარჩუნდება, რაც ნიშნავს იმას რომ გაგრძელდება უკრაინულ მხარეზე ზეწოლა სხვადასხვა ასპექტების გამოყენების მეშვეობით, რათა უკრაინა წამოიყოლიონ დათმობაზე და რუსეთის ამ დათმობების ხარჯზე დასაკმაყოფილებლად, საომარი მოქმედებების შეჩერების მიზნით.
რამდენად გაკეთებადი იქნება ყოველივე ეს კონგრესის ახალი კონფიგურაციის გათვალისწინებით ჯერ არაა გარკვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, კონგრესის „დემოკრატიულ“ უმრავლესობას ტრამპზე გარკვეული ზემოქმედების ბერკეტებიც ექნება, და სწორი პოზიციონირებითა და პოლიტიკის გატარებით აშშ-ს ახლად არჩეულ კანონმდებლებს შეეძლებათ ადმინისტრაციის მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც. მაგრამ ამას ჩვენ დრო და ვითარება გვიჩვენებს მომავალი წლის იანვრიდან.
ევროპასთან მიმართებაში, ბუნებრივია ტრამპის პოზიცია არ შეიცვლება, რადგან აშშ-ს ადმინისტრაციის მიზანია, ევროპამ და ევროკავშირმა უფრომეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, და ამ პასუხისმგებლობისთვის ფინანსური თვირთიც გაწიონ
ევროპასთან მიმართებაში, ბუნებრივია ტრამპის პოზიცია არ შეიცვლება, რადგან აშშ-ს ადმინისტრაციის მიზანია, ევროპამ და ევროკავშირმა უფრომეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, და ამ პასუხისმგებლობისთვის ფინანსური თვირთიც გაწიონ.
პრაქტიკაში ტრამპის უპირველესი მიზანი საწვავის ფასებისა და ირანის მიმართ პოლიტიკის მართვა იქნება. უკრაინის საკითხიც, სავარაუდოდ, ამ ორ საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტთან კონტექსტში განიხილება.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ბევრად უფრო განსაზღვრავს უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ვაშინგტონ-მოსკოვის პირდაპირი მოლაპარაკებების დინამიკა, ვიდრე კონგრესის ახალი უმრავლესობა
დემოკრატებს ექნებათ რეალური, მაგრამ შეზღუდული ბერკეტები. უკრაინის დახმარების დასაბრუნებლად დემოკრატებს ორივე პალატის ორი მესამედი დასჭირდებათ, რადგან სხვა შემთხვევაში ტრამპი ვეტოს გამოიყენებს, ნებისმიერი ინიციატივის დასაბლოკად.
ამიტომ რეალური ინსტრუმენტებია ბიუჯეტის მოლაპარაკებები, ზედამხედველობითი მოსმენები, სანქციების აღსრულების მოთხოვნა და აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების თანამდებობებზე ნომინაციების დაბლოკვა. ვფიქრობ რომ მოსკოვიც ასევე ხვდება, რომ დემოკრატიული კონგრესი სანქციების შემსუბუქებას გაართულებს, მაგრამ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაში უზენაეს როლს ვერ ჩაანაცვლებს.
აქედან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას ბევრად უფრო განსაზღვრავს უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ვაშინგტონ-მოსკოვის პირდაპირი მოლაპარაკებების დინამიკა, ვიდრე კონგრესის ახალი უმრავლესობა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
SAY.GE · კაჭარავა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


