მურთაზ ზოდელავა - ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე
ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან
04.11.2026 / 11:28
ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის საქმეზე სხვა დაკავებულ ლიდერებთან კომუნიკაცია სასამართლო პროცესების დროს ჰქონდა და შესაბამისად, მათ მისი პოზიციის შესახებ იცოდნენ.
„4 ოქტომბრის საქმეზე სხვა დაკავებულ ლიდერებთან ვსაუბრობდი პროცესების დროს. ერთადერთი საშუალება გვქონდა ერთმანეთთან გვესაუბრა, ეს იყო პროცესები. ისინი ერთობლივად იმართებოდა. იქ გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, დაახლოებით თვეში 1-2 -ჯერ. ჩვენ ჩვენი აზრები იქ ყველამ გავცვალეთ. ამიტომ მათ კარგად იციან ჩემი პოზიცია.
ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე“,- განაცხადა ზოდელავამ.


