ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმში გაავდრდება - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი - Batumelebi

ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •

ბათუმში გაავდრდება - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, დღისით – დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 და 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი იქნება, დღისით – 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 ნოემბერს ბათუმში მოსალოდნელია წვიმა. 

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ნანა კვაჭაძე · გამოქვეყნდა 04.11.2026, 12:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ