ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.მისი განცხადებით, საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
ფოტო: ინფო 9
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას.

„შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები. ასე რომ, საფუძვლებზე როდესაც ვსაუბრობთ, დღესაც შევხედოთ, რა მოვლენები მიმდინარეობს და რამდენად სჭირდება საქართველოსაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, ძლიერი ინსტიტუტები. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 12:10. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურობას, ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაშიინტერპრესნიუსი · 13:03 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ