მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს. ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.გათავისუფლების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ მედიასთან განაც
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს. ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.გათავისუფლების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მან გააკეთა, 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, მისი გადმოსახედიდან, ქვეყნისა და სამშობლოსთვის გააკეთა."ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ. მესმის ბევრი შეკითხვაა, მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე. ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.რა მოხდა 4 ოქტომბერს, ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
SAY.GE · ბერიძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესპალიტრანიუსი · 00:00
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესპუბლიკა · 11:54
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
