აფთიაქი შენს კართან - ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება | Marketer
შემოდგომა დადგა, ზამთარიც ახლოვდება და გარეთ სულ უფრო ცივა. ცივ ამინდებთან ერთად სეზონური გაციებისა და გრიპის პერიოდიც იწყება, რომლის თავიდან აცილებასაც
შემოდგომა დადგა, ზამთარიც ახლოვდება და გარეთ სულ უფრო ცივა. ცივ ამინდებთან ერთად სეზონური გაციებისა და გრიპის პერიოდიც იწყება, რომლის თავიდან აცილებასაც ყოველწლიურად ვცდილობთ, თუმცა ყოველთვის არ გამოგვდის. ასეთ დღეებში ყველაზე მეტად სახლში, თბილ პლედში გახვეულს გინდა ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს შეუძლოდ გრძნობ და აფთიაქში გასვლა სულაც არ გეხალისება.
სწორედ ასეთ დროს არის მნიშვნელოვანი, რომ საჭირო ნივთების მიღება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგეძლოს. იქნება ეს გაციების სეზონისთვის აუცილებელი მედიკამენტები, ვიტამინები თუ ყოველდღიური თავის მოვლის საშუალებები, Bolt Food-ის დახმარებით ყველაფრის შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. აირჩიე სასურველი პროდუქტები პარტნიორი აფთიაქებიდან და მიიღე შეკვეთა პირდაპირ კართან, ისე, რომ დრო და ენერგია იმაზე დახარჯო, რაც ამ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდება – საკუთარ თავზე ზრუნვაზე.
თუმცა ცივი სეზონისთვის მომზადება მხოლოდ გაციებისა და გრიპისგან თავის დაცვას არ გულისხმობს. ტემპერატურის ცვლილებას ჩვენი კანიც გრძნობს – სიცივეში ის ხშირად უფრო მეტ დატენიანებასა და მოვლას საჭიროებს. ამიტომ შემოდგომა-ზამთრის სეზონი კარგი დროა იმისთვისაც, რომ ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა განაახლო.
ამაში კი Bolt Food-ის პარტნიორი აფთიაქები დაგეხმარებიან. აპლიკაციაში ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი გელოდება, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ბრენდებიც, რომლებიც კანის მოვლის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობია:
- PSP-ში ფრანგული დერმოკოსმეტიკის გამორჩეული ბრენდების, Caudalie-სა და Bioderma-ს პროდუქტებს აღმოაჩენ, რომლებიც კანის ყოველდღიური მოვლის რუტინას იდეალურად შეავსებს.
- GPC-ში Vichy-ს, La Roche-Posay-სა და CeraVe-ს მოვლის საშუალებები დაგხვდება, რომლებითაც ცივ სეზონზე კანის დატენიანებასა და მოვლაზე იზრუნებ.
- ფარმადეპოში კი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტების ფართო ასორტიმენტია, სადაც შენთვის საჭირო ყოველდღიურ ნივთებს მარტივად შეარჩევ.
და რადგან სეზონისთვის მომზადება სასურველი პროდუქტების მომარაგებასაც გულისხმობს, შენთვის პატარა საჩუქარიც გვაქვს – გამოიყენე პრომოკოდი PHARM10 და მიიღე ერთჯერადი 10%-იანი ფასდაკლება აფთიაქების ტოპპროდუქტებზე მომდევნო 6 დღის განმავლობაში.
იზრუნე საკუთარ თავზე, მოიმარაგე ყველაფერი, რაც ცივ სეზონზე დაგჭირდება და შეუკვეთე საყვარელი აფთიაქებიდან Bolt Food-ის აპლიკაციით – მარტივად, კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად.
[პარტნიორის კონტენტი]


