ჰაკიმ ჯეფრისი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის ახალი სკიპერი გახდება - დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება!
დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა.
04.11.2026 / 12:23

„ამერიკელმა ხალხმა საკუთარი სიტყვა მკაფიოდ თქვა, რომ ექსტრემიზმი და კორუფცია ყელში ამოუვიდა. მათ სურთ კონგრესი, რომელიც ამერიკელი ხალხისთვის შედეგებს მიაღწევს“, - განაცხადა ჯეფრისმა.
როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ ჰაკიმ ჯეფრისი იანვარში, ახალი კონგრესის შემადგენლობის შეკრების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.
ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.
წყარო
ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge
გამოქვეყნდა 04.11.2026, 12:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ჰაკიმ ჯეფრისი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის ახალი სკიპერი გახდება - დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება!პალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა