ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ციხიდან საპროცესო

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 11:31

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობითად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 11:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ