მურთაზ ზოდელავა - დაკავებულებს ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით - არ არის მარტივი, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ადამიანები ციხეში აღმოჩნდებიან, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ
თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით.
04.11.2026 / 11:23
მურთაზ ზოდელავა - დაკავებულებს ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით - არ არის მარტივი, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ადამიანები ციხეში აღმოჩნდებიან, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ
თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ მასთან ერთად დაკავებულთა უმრავლესობამ ისარგებლა საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით.
„[საპროცესო შეთანხმების გაფორმება] მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ. მესმის ბევრი შეკითხვაა, მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე.ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება იმას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ის რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ.
თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა. ეს იყო ძირითადად, სასამართლო დარბაზში და მიხარია, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
SAY.GE · ესარგებლათ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


