ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დღის ჰოროსკოპი: ვინ ამოისუნთქებს და ვის მართებს სიფრთხილე?

გაიგეთ, რა სიახლეებს გიმზადებთ ვარსკვლავები დღეს. დეტალური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – რჩევები და გაფრთხილებები.

დღის ჰოროსკოპი: ვინ ამოისუნთქებს და ვის მართებს სიფრთხილე?
ფოტო: ლიბერალი

შეიტყვეთ, რას გიმზადებთ ვარსკვლავები დღეს. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება, სხვებს კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და წინდახედულობა მართებთ.

ვერძი

დღეს ვერძები შვებას იგრძნობენ, რადგან ყველა სირთულე წარსულს ჩაჰბარდება. წინ საინტერესო მოვლენები და ურთიერთობების გაუმჯობესება გელით. იყავით გახსნილები დიალოგისთვის, მაგრამ პატივი ეცით სხვების აზრს. სიფრთხილე გმართებთ შემოთავაზებების მიღებისას, რადგან შესაძლოა, ვინმემ თქვენი ნდობა ბოროტად გამოიყენოს.

კურო

კუროებმა დღეს მასშტაბური გეგმებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან მოვლენები შესაძლოა, არა სცენარის მიხედვით განვითარდეს. ენერგიის ნაკლებობის გამო, უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და ყურადღება შედარებით მარტივ აქტივობებზე გაამახვილოთ. ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, რათა მათმა აურამ თქვენზე ცუდი გავლენა არ მოახდინოს.

ტყუპები

ტყუპებს ცხოვრებაში დიდი სიახლეები ელის. შესაძლოა, ვიღაცებმა თქვენი პროვოცირება სცადონ, თუმცა ეცადეთ, არ აჰყვეთ მანიპულაციებს და თავიდანვე აღკვეთოთ მსგავსი მცდელობები. იყავით რაციონალურები, ემოციები უკანა პლანზე გადაიტანეთ, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი არ შეგეშალოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა დღეს „ველოსიპედის გამოგონება“ არ უნდა სცადონ. უმჯობესია, პრობლემები უკვე ნაცადი, ეფექტური მეთოდებით გადაჭრათ. თქვენი მთავარი ძალა სწორედ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევის უნარი იქნება. ზუსტად მიჰყევით თქვენს გეგმებს, რათა შეცდომების დაშვების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.

ლომი

ლომებს დღეს არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები თავს იჩენს, ამიტომ მათი გამოსწორება აუცილებელი გახდება. ახლობლების დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მარტო გაუმკლავდეთ სიტუაციას, გაგიჭირდებათ. ისაუბრეთ პირდაპირ და არა ქარაგმებით, მხოლოდ ასე შეძლებთ გაგებას.

ქალწული

ქალწულებს დღეს საკუთარი თავის კონტროლი გაუჭირდებათ – გარშემომყოფები ნერვებზე იმოქმედებენ. ეცადეთ, თავი აარიდოთ კამათს, რათა კონფლიქტები არ წარმოიშვას. ზოგადად, კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით მარტო დარჩებით – ასე ნამდვილად ვერავის შეეჩხუბებით. იმოქმედეთ ადრე ნაცადი და გამოცდილი ხერხებით.

სასწორი

სასწორებს დღეს გეგმების გადახედვა და ახალი პრიორიტეტების დადგენა მოუწევთ, რადგან ზოგიერთი მიდგომა მოძველდა. ნუ ეცდებით იმის გაკეთებას, რასაც ვერ შეძლებთ – რეალურად შეაფასეთ საკუთარი ძალები, რათა წარუმატებლობა თავიდან აიცილოთ. სამაგიეროდ, მარტივად შეძლებთ ადამიანებთან ურთიერთობას და კონკურენტების თქვენს მხარეს გადმობირებასაც კი. გადათვალეთ ფული, ეს ფინანსურ ენერგიას შეგმატებთ.

მორიელი

მორიელებმა დღეს სახლზე უნდა იზრუნონ – შეცვალეთ ავეჯი, მოაწყვეთ ყველაფერი კომფორტულად. ეს რთული სამუშაო დღის საზღაური იქნება. ახლობლებთან ურთიერთობა ასევე უმნიშვნელოვანესია – შეუსრულეთ მათ სურვილები, რაც თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. იყავით ყურადღებით, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზებები გამოგიჩნდეთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა დღეს სხვების გრძნობებს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან ადამიანის წყენინება მარტივია. ნუ აჰყვებით ემოციებს – რაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ წვრილმანებს, მით უარესი იქნება თქვენთვის. ყველაფერს იუმორით შეხედეთ და დღე საინტერესოდ ჩაივლის. გელით სასიამოვნო საღამო, რომელიც კვირის ბოლომდე პოზიტივით აგავსებთ.

თხის რქა

თხის რქებმა დღეს სერიოზულობა უნდა გამოიჩინონ – ბევრი საქმე გელოდებათ. ყველაფერს თავს წარმატებით გაართმევთ და სასიამოვნო საღამოსთვისაც დაგრჩებათ დრო. დაგეგმეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად – ისინი თქვენ ყველაფერში დაგეხმარებიან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას დეტალებს, უმჯობესია, მთლიან სურათს შეხედოთ.

მერწყული

მერწყულებს დღეს ურთიერთობებში გაუჭირდებათ – შესაძლოა, ვერავინ გაგიგოთ. მოგიწევთ ყველაფრის რამდენჯერმე გამეორება, რათა ვინმეს რაიმე გააგებინოთ. სიჩქარისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოტოვოთ, ამიტომ წინ ნელა იარეთ. გაიხსენეთ წარსული, რადგან იქ შეიძლება რთულ შეკითხვებზე პასუხები იპოვოთ.

თევზები

თევზებმა დღეს ახლობლებთან ბევრი უნდა იურთიერთონ – ეს თქვენს კავშირებს გაამყარებს და თვითშეფასებაზეც დადებითად იმოქმედებს. დაეყრდენით ახლობლებს და ისინი არ გაგიცრუებენ იმედებს. გელით საინტერესო გაცნობები, რაც სასიამოვნო მღელვარებას მოგიტანთ. სასწრაფოდ მოაგვარეთ არსებული პრობლემები.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 06:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ