CNN - "დემოკრატი" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ კომფორტული უმრავლესობის მოპოვებას - ტრამპი იმედს გამოთქვამდა, რომ გამოკითხვები არასწორია და მისი პარტია უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ვარაუდობენ
აშშ-ში ორივე პარტიის ლიდერები ოპტიმიზმს გამოხატავენ შუალედური არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს . კერძოდ, კონგრესის ქვედა პალატის
04.11.2026 / 02:18
აშშ-ში ორივე პარტიის ლიდერები ოპტიმიზმს გამოხატავენ შუალედური არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.
კერძოდ, კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - "დემოკრატი" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათი პარტია შეძლებს კომფორტული უმრავლესობის მოპოვებას.
ამავდროულად, ტრამპის კაბინეტის წევრები დადებითი მესიებით გამოდიან ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ამომრჩევლებისთვის.
ტრამპთან დაახლოებული წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამდა, რომ გამოკითხვები არასწორია და მისი პარტია უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ისინი ვარაუდობენ.
ამავდროულად, ტრამპთან დაახლოებული წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კერძო საუბრებში აღიარებს, რომ მისი პარტია შესაძლოა ყველაზე ცუდი სცენარის წინაშე იდგეს.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.
პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. ყველაზე ადრე საარჩევნო უბნები ინდიანასა და კენტუკის შტატებში იხურება (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 3:00 საათზე), ხოლო ყველაზე გვიან ალასკაზე (თბილისის დროით 4 ნოემბერს, 10:00 საათზე).
SAY.GE · კომფორტული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე