ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იწვევს თუ არა ბუასილი კიბოს – რას ამბობს პროქტოლოგი

იწვევს თუ არა ბუასილი კიბოს – რას ამბობს პროქტოლოგი
ფოტო: პრაიმტაიმი

პროქტოლოგი, ბექა კევლიშვილი ოთარ ტატიშვილის გადაცემაში „ოთარი ექიმო“ ეხმაურება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს ბუასილი კიბოს იწვევს.

„სამწუხაროდ არის ძალიან გავრცელებული ასეთი შეხედულება, რომ „ბუასილი კიბოში გადამეზარდა“ – ეს არის სრული ტყუილი, არასოდეს ბუასილი კიბოში არ გადადის, არ არის აღწერილი არცერთი შემთხვევა, რომ მორფოლოგიურად ეს უჯრედები გადაიზარდოს კიბოში. მაქსიმალურად ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ეს არის, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია ხშირმა სისხლდენებმა.

მე პირადად ასეთ პრინციპს მივყვები, რომ თუ ჩაიტარა პაციენტმა მკურნალობა და გამოისწორა ანემია, პარალელურად დაიწყო მკურნალობა, ამ პერიოდში კარგად არის და შემდეგ ისევ დაეწყო ხშირი და უხვი სისხლდენა, რომელიც ისევ ანემიისკენ წავა, ამ დროს უკვე ვთავაზობ ოპერაციას. ყველა სხვა შემთხვევაში პაციენტს ბუასილის გამო მე არასოდეს არ ვთავაზობ, რადგან მე არ ვიცი რამდენად შეწუხებულია ამ დაავადებით. ხშირად უთქვამთ მომბეზრდა „ბექა ექიმო, სტუმრად ვეღარ წავსულვარ…“ , – ამბობს ექიმი.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 01:47. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ