ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე ცხოველთა დამცველებზე კახა კალაძის განცხადებაზე - გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - ზოგადად, ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს სერიოზულ კითხვებს, სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ცხოველთა უფლებების დამცველთა მისამართით, "გადატანითი მნიშვნელობით" იყო

ირაკლი კობახიძე ცხოველთა დამცველებზე კახა კალაძის განცხადებაზე - გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - ზოგადად, ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს სერიოზულ კითხვებს, სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან
ფოტო: ინტერპრესნიუსი

04.11.2026 / 01:21

ირაკლი კობახიძე ცხოველთა დამცველებზე კახა კალაძის განცხადებაზე - გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი - ზოგადად, ბევრი ადამიანის ქმედებები აჩენს სერიოზულ კითხვებს, სრულიად არაადეკვატური აქტიურობით გამოირჩევიან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ცხოველთა უფლებების დამცველთა მისამართით, "გადატანითი მნიშვნელობით" იყო ნათქვამი.

კერძოდ, კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რამდენად ეთიკურია ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტების მისამართით კალაძის განცხადება, რომლის თანახმად, "ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან".

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბოლო დღეებში მიუსაფარი ძაღლების გარშემო მიმდინარე მოვლენებზე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანის ქმედებები "აჩენს სერიოზულ კითხვებს", რადგან ისინი "არაადეკვატური აქტიურობით" გამოირჩევიან.

მეტიც, პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნულის უკან შესაძლოა, უხეში პოლიტიკური ინტერესები იდგეს.

"რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს - ეს შემიძლია გითხრათ. სრულიად არაადეკვატური, ასე ვთქვათ, აქტიურობით გამოირჩევიან და ამის უკანაც შეიძლება იდგეს ძალიან მარტივად, უხეში პოლიტიკური ინტერესები", - აღნიშნა კობახიძემ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 01:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ