ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ
04.11.2026 / 00:58
ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარესთან, სერ ლინდსი ჰოილთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თემთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აღინიშნება, რომ შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების პროცესში.
"ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
SAY.GE · დარჩიაშვილი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

