სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 21:40

4 ნოემბერს ბრიუსელში აშშ-ის, ევროპის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ხვალ ჩვენი გუნდები ბრიუსელში „ამერიკა-ევროპა-ნატო-უკრაინის“ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ. აღდგენის პაკეტებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილება. მუშაობა გუნდურ დონეზე მოხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროპის, კერძოდ გერმანიის როლი, კვლავ გადამწყვეტი რჩება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 21:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ