სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი

მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის

ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი
ფოტო: ფრონტნიუსი

მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის დიალოგის დაწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.მისი თქმით, დიალოგთან დაკავშირებით თავს იკავებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ქართული მხარე მზად არის დისკუსიისთვის."მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. საინტერესო დისკუსია იყო. 25-წუთიანი იყო მთლიანი ფორმატი. შევეხეთ ძალიან ბევრ საკითხს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. პასუხი გავეცი კითხვებს და ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის. ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 03.11.2026, 20:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ