სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა

გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო

გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 22:26

გრენლანდიის პარლამენტში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა არცერთმა დეპუტატმა მისცა.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ შეთანხმების რატიფიცირება კუნძულისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ცნობისთვის, აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ამ უკანასკნელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება სექტემბერში გააფორმეს.

შეთანხმება აშშ-ს საშუალებას აძლევს კუნძულზე არსებული მისი კოსმოსური ბაზა გააფართოოს და დამატებითი ბაზები გახსნას. ასევე, შეთანხმება გრენლანდიის სუვერენიტეტს ადასტურებს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 22:26. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ