ირაკლი ქობალია - ლეგიტიმაციის შიმშილზე მიუთითებს ის, რომ ირაკლი კობახიძე პირველივე შესაძლებლობისას „ევრონიუსის“ ფორუმზე მიდის, რათა ვიღაც მაინც დაელაპარაკოს - ვედრების რეჟიმში არიან, იქნებ ვინმემ ხელი ჩამოართვას
ლეგიტიმაციის შიმშილი აქვთ, ამაზე მიუთითებს ის, რომ ირაკლი კობახიძე პირველივე შესაძლებლობისას [„ევრონიუსის“
03.11.2026 / 22:25
ირაკლი ქობალია - ლეგიტიმაციის შიმშილზე მიუთითებს ის, რომ ირაკლი კობახიძე პირველივე შესაძლებლობისას „ევრონიუსის“ ფორუმზე მიდის, რათა ვიღაც მაინც დაელაპარაკოს - ვედრების რეჟიმში არიან, იქნებ ვინმემ ხელი ჩამოართვას
ლეგიტიმაციის შიმშილი აქვთ, ამაზე მიუთითებს ის, რომ ირაკლი კობახიძე პირველივე შესაძლებლობისას [„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ] ფორუმზე მიდის იმისთვის, რომ ვიღაც მაინც დაელაპარაკოს, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ირაკლი ქობალიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „ვედრების რეჟიმშია“, რათა ევროპაში ვინმემ მაინც „ხელი ჩამოართვას და რაღაც ტიპის გარიგება შესთავაზოს“.
„ქართულმა ოცნებამ“ კობახიძის ხელით საქართველოს ევროკავშირთან ბმა საბოლოოდ გაწყვიტა. მუდმივი დემონიზება ევროპისა და ევროპული ღირებულებების უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ არის და არც იქნება მზად იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესით დათმოს ხელისუფლება, ამას ძალიან ნათლად ვხედავთ. ამასთანავე, მათ აქვთ ლეგიტიმაციის შიმშილი, ამაზე მიუთითებს ის ამბავი, რომ პირველივე შესაძლებლობისას ამ ფორუმზე მიდის იმისთვის, რომ ვიღაც მაინც დაელაპარაკოს და ჰკითხოს. ისინი თავს გრძნობენ მოწყვლადად, ნათლად ხედავენ, რომ არ აქვთ მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ვედრების რეჟიმში არიან, რომ იქნებ ვინმემ ხელი ჩამოართვას და რაღაც ტიპის გარიგება შესთავაზოს. გარიგების ძიება, რაღაც ტიპის აღებ-მიცემობა, ვაჭრობა არის ის, რასაც ვუყურებთ. პრინციპში არც ისე შეფარული ტექსტით [ამბობენ], დამიჯექით, მე მელაპარაკეთ თუ რამე გინდათ საქართველოში და რაღაც გამოვძებნოთ. რაც უნდა გამოძებნოს, ეს არის იმ ტიპის შეთანხმება, რომელიც დატოვებს „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში.
„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ აზერბაიჯანული მიდგომის მოდელი დამკვიდრდეს აქ და მათაც, როგორც იქნება ვიღაცამ ხელი ჩამოართვას. ასე იგრძნობენ თავს ბედნიერად. საქმე ისაა, რომ დემოკრატიული წინააღმდეგობა როგორც ქუჩაში, ისე პოლიტიკურ ოპოზიციაში, ცოცხალია”, - განაცხადა ირაკლი ქობალიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.
SAY.GE · ქობალია (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე

