სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დიმიტრი პესკოვი - ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უკრაინა კიევის მახლობლად მდებარე წამების დაწესებულებასთან დაკავშირებული სკანდალისგან დაიცვან

ევროპის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინა სკანდალებისგან, მათ შორის კიევის მახლობლად

დიმიტრი პესკოვი - ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უკრაინა კიევის მახლობლად მდებარე წამების დაწესებულებასთან დაკავშირებული სკანდალისგან დაიცვან
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 15:15

დიმიტრი პესკოვი - ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უკრაინა კიევის მახლობლად მდებარე წამების დაწესებულებასთან დაკავშირებული სკანდალისგან დაიცვან

ევროპის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინა სკანდალებისგან, მათ შორის კიევის მახლობლად მდებარე წამების დაწესებულებასთან დაკავშირებული სკანდალისგან, დაიცვან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ სკანდალმა უკვე საკმაოდ გლობალური რეზონანსი მოიპოვა”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, კიევს სერიოზული სირთულეები აქვს იმ ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც მისი ინტერესებისთვის იბრძოლებენ.

“სპეციალისტების აზრით, აშკარაა, რომ ამ პრობლემების მასშტაბები (უკრაინაში სამხედრო პერსონალთან დაკავშირებით) მხოლოდ გაიზრდება. მობილიზაციისთვის ხალხი არ არის”, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს კიევის ოლქის პოლიციამ განაცხადა, რომ სოფელ პეტროპავივსკა ბორშაჰივკაში, კერძო სახლთან, სადაც უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან, არეულობა მოხდა. ადგილზე ეროვნული გვარდიის მეთაური ალექსანდრ პივნენკო და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობა მივიდნენ. სამხედრო ომბუდსმენმა ოლჰა რეშეტილოვამ განაცხადა, რომ ყველა გარემოების გასარკვევად გამოძიება დაიწყო. უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის” ქვედანაყოფის პირველმა კორპუსმა განაცხადა, რომ დისლოკაციის პუნქტში მობილიზებულები და ის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების შემდეგ, სამხედრო ნაწილებში განაწილებისა და სამსახურის გაგრძელების მოლოდინში. შეკრებილმა ადამიანებმა ეროვნული გვარდიის ავტობუსი დააზიანეს.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი და სამხედრო ომბუდსმენის ოფისი მოითხოვენ არსებული ვითარების გამოძიებას და კონფლიქტის ორივე მხრიდან ყველა დამრღვევის პასუხისგებაში მიცემას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ „ადეკვატური რეაგირებისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“ გადაწყვეტილებები მზადდება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 15:15. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ