სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელია, საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან ცუდს? - დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ

ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელია, საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან ცუდს? - დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი - რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია? ეს რომ თქვას, მაშინ ევროკომისიის პრესმდივანი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ბრიუსელი ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას უწოდებს, საქართველოს შემთხვევაში კი ამას სამართლიან პროტესტად მოიხსენიებს, არის არა ორმაგი სტანდარტი, არამედ იმის დასტური, რომ ძალადობის უკან დგანან თავად ისინი, ვისგანაც საქართველო ძალადობის დაგმობას ელოდა.

„საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან რაიმე ცუდს? რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია? ეს რომ თქვას მაშინ ის პრესმდივანი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა, ევროკომისიის პრესსპიკერს ვგულისხმობ. ევროკავშირის საელჩო იტყვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ცუდი, როდესაც ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას და რას იტყვიან, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, ამას იტყვის ევროკავშირის ელჩი, რომელიც თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, ვინც საქართველოში ზიზღსა და სიძულვილს ავრცელებს? თავად არიან ამის თანამონაწილენი და ამიტომაც არ გმობენ. არა იმიტომ, რომ სხვადასხვა სტანდარტები აქვთ, თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ ხელის დამფარებლები. ასე უნდა დავინახოთ ეს. ეს სამწუხარო რეალობაა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი, საქართველოში ამ ძალადობის წაქეზებაში და დაფინანსებაში იყო ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ვინც ნორმალიზებას ცდილობდა საქართველოში ძალადობის, ამის შედეგი ის არის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავის თავთან იღებს ძალადობას. დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ.

ჩვენ საქმე გვაქვს დამნაშავეებთან, იქნება ეს ოპოზიცია, მათი მფარველი ზოგიერთი დიპლომატი თუ მისი მფარველი ზოგიერთი დედაქალაქი, ეს არის ერთი დანაშაულებრივი მხარე, რომლის წაქეზებული იყო გრიგორიადისი თავისი „მოლოტოვის კოქტეილის სროლასთან ერთად. რა საჭიროა გრიგორიადისი, როდესაც დღეს სამი ადამიანი სასჯელს იხდის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის ძალადობრივი პროტესტის დროს და ამ სამი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სხვაგან მკვლელობის მცდელობას ეძახიან და შემდეგ ევროკომისია თუ სხვა სტრუქტურები ჩვენ გვთხოვენ, მკვლელობის მცდელობის ჩამდენების გაშვებას. ლაზარე გრიგორიადისი თავის დროზე შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს და გახსოვთ, რომ მაშინ განაცხადეს ბრიუსელში, რომ ეს შეთანხმებული იყო მათთან. მთელმა საზოგადოებამ არაფერი არ ვიცოდით და მათ თქვეს, რომ მათთან შეთანხმებით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება. ბრიუსელი დღეს არის საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 14:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ