სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია ახლა არის ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი, ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ და სულ მხირე ეს მაინც რომ გაუკეთონ

ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია ახლა არის ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი - ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, სულ მცირე, ეს მაინც რომ გაუკეთონ,

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია ახლა არის ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი, ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ და სულ მხირე ეს მაინც რომ გაუკეთონ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 15:53

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია ახლა არის ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი, ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ და სულ მხირე ეს მაინც რომ გაუკეთონ

ერთადერთი, რაზეც ოპოზიცია ახლა არის ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი - ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, სულ მცირე, ეს მაინც რომ გაუკეთონ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დასავლელი პარტნიორების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „თავის დასავლელ პატრონებს“ შველას სთხოვენ.

„ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ისინი არიან ახლა ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი - ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, სულ მცირე, ეს მაინც რომ გაუკეთონ. ეს არის მათთან შეხვედრის მთელი შინაარსი, იმიტომ, რომ ხედავენ, სამართალი შეიძლება უკვე მათ კარებზეც მიკაკუნებული იქნეს და იმ თავის დასავლელ პატრონებს და მფარველებს ეუბნებიან, „გვიშველეთ, რაღაცა დამართეთ ამ ქვეყნებს, თორემ სამართალმა შეიძლება იზეიმოს საქართველოში”.

ჩვენ ვუყურებდით მთელ პროცესს. ეს არ იყო მხოლოდ 2024 წლის არჩევნების წინ და შემდგომი პერიოდი. ვუყურებდით 2020 წლის არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდს, 2016 წლის არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სააკაშვილის შემოპარების პერიოდს და მერე მთელ პერიპეტიებს, რაც საქართველოს დამართეს სააკაშვილის სახელით დამართეს. ჩვენ ხომ ვუყურებდით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დასავლეთიდან ორკესტრირებული ჩარევით და მართვით. ამიტომ კვლავ იმის იმედი აქვთ, რომ "რაღაცა დამართეთ ამ ქვეყანას, რომ იქნებ რამენაირად ჩვენ თავი დავიძვრინოთ სამართლიანი სასამართლოსაგან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 15:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც არიან ჩამოკიდებულები, არის უცხოეთი, ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ და სულ მცირე ეს მაინც რომ გაუკეთონინტერპრესნიუსი · 15:53 ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთიაინფო 9 · 16:13 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ