სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობით, მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ნეტგაზეთს მაია კოხტაშვილის შვილმა, ანა იმედაშვილმა განუცხადა. მანამდე მაია კოხტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50…

მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა
ფოტო: ნეტგაზეთი

ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების პირობით, მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს მაია კოხტაშვილის შვილმა, ანა იმედაშვილმა განუცხადა.

მანამდე მაია კოხტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ხალხმა აუგროვა. როგორც ექიმის შვილი ამბობს, საპროცესო შეთანხმების შემდეგ,  ეს 50 000 ლარი ჯარიმაში გადავა.

მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებით მაია კოხტაშვილის საექიმო საქმიანობაც არ შეეზღუდება და მას საექიმო საქმიანობის უფლებაც დაუტოვეს.

ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

12 სექტემბერს მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. მოქალაქეებმა გირაოს თანხა 1 საათში შეაგროვეს, რის შემდეგაც ექიმმა საპატიმრო დატოვა.

ფოტო © Mtisambebi.ge

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 03.11.2026, 15:01. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრაპალიტრანიუსი · 00:00 ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმად მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრაინტერპრესნიუსი · 14:52 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ