შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ალიანსმა „ნაცმოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“
ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგი...
ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ლოგოსა და სიმბოლოებს.
„იქ ვინ არ არის „ნაცი“ ბოკერია, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე - მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“.
დანარჩენი სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვინახავს.
იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


