სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს

ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
ფოტო: ინფო 9
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს

ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მისი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„უპირველეს ყოვლისა, თავად ფაქტი ვიზიტისა არის უკვე ისტორიული იმ მხრივ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი. აქამდე ჩვენ არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ყირგიზეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის სრულად დატვირთვის და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.

დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, ამის საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობის მხრივ, რომლებიც სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე იმუშავებენ.

ასევე მოვიწვიე კოლეგა საქართველოში და მას სურს, რომ მომავალ წელს გვეწვიოს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს. მანამდე გახლდით ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ვიზიტით. ყირგიზეთის შემდეგ ვგეგმავ ასევე ტაჯიკეთში ვიზიტს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის დღეს შევთავაზე საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამაზეც გვექნება მსჯელობა იმისათვის, რომ ის ჯაჭვი, რომელიც ჩვენ გვინდა ავაწყოთ სატრანსპორტო დერეფნისა, ამ ჯაჭვში ყველა ქვეყნის პარლამენტები ვიყოთ ჩართული, მისი საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 14:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ