სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

თაზო დათუნაშვილი - ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს - წლიდან წლამდე მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან

საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პარტიების აკრძალვის და ავტორიტარიზმის ფორმირების

თაზო დათუნაშვილი - ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს - წლიდან წლამდე მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან
ფოტო: ინტერპრესნიუსი

საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პარტიების აკრძალვის და ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს, ამიტომ წლიდან წლამდე, საქართველოს მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან, - ამის შესახებ “ლელო -ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ლელო” მმართველ პარტიას მოუწოდებს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეამციროს ბენზინზე აქციზი, რაც საწვავის ფასის შემცირებასთან ერთად სხვა პროდუქტებზე ფასის შემდგომ ზრდასაც შეაჩერებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების აკრძალვის პროცესის პარალელურად, ქვეყანაში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება.

საქსტატის ცნობით, ოქტომბრის თვეში წლიური ინფლაცია 5.9% იყო! 2026 წლის ოქტომბერში ფასები გაიზარდა ყველა ძირითად პროდუქტსა და სერვისზე; დიზელის საწვავი - 61%, ბენზინი - 37%, საქონლის ხორცი - 16%, ქათმის ხორცი - 15%, პომიდორი - 37%, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9%-ით, საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა - 17%.

“ლელო - ძლიერი საქართველო” უკვე თვეებია მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეამციროს ბენზინზე აქციზი, რომელიც 2017 წელს ქართულმა ოცნებამ გააორმაგა! ასეთი ნაბიჯი უკვე პოლონეთმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გადადგა. ეს საწვავის ფასის შემცირებასთან ერთად, სხვა პროდუქტებზე ფასის შემდგომ ზრდასაც შეაჩერებს.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პარტიების აკრძალვის და ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს, ამიტომ წლიდან წლამდე, საქართველოს მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან.

კობახიძის მიერ ფასების შემცირების ცრუ დაპირებების გაცემის, გამოძიებისა და კომისიების შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი გააიაფა და შემცირებული ფასების ნაცვლად, მოქალაქეებს მხოლოდ რეპრესიებს და ოპოზიციის განადგურებას სთავაზობს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:50. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ