სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სამართლებრივად მოწყობილ ქვეყანაში, აუცილებელია ყველა ადამიანმა აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.კირცხალიამ კომენტარი გააკეთა...

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცეს
ფოტო: ინფო 9
ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სამართლებრივად მოწყობილ ქვეყანაში, აუცილებელია ყველა ადამიანმა აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.

კირცხალიამ კომენტარი გააკეთა ბერა ივანიშვილის უფლებადამცველის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტზე და აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა და მათი მართული მედია პლატფორმები წლების მანძილზე მუშაობენ ივანიშვილების ოჯახის ავტორიტეტის შესალახად.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე გვაქვს ცილისწამებასთან, ჩვენ სამართლებრივ მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა, ზოგადად. რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და რაც შეეხება ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ და ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედია საშუალებები თუ მედია პლატფორმები, მუშაობენ და მუშაობდნენ წლების მანძილზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები - ავტორიტეტები, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ, უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ივანიშვილების ოჯახი.

არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები, მაგრამ აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:33. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კირცხალია - აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცესფრონტნიუსი · 13:30 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ