ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გეკა გელაძე "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.ამასთან, ეკონო

გეკა გელაძე "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
ფოტო: ფრონტნიუსი

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.უწყების ცნობით, სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, სამი წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.„გეკა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 16:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 4

გელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდალიბერალი · 12:45 გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნაინფო 9 · 15:50 სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნაპრაიმტაიმი · 16:11 გელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნაინტერპრესნიუსი · 16:42 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ