გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. ინფორმაციას კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს. სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, 3...
გეკა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. ინფორმაციას კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
გეკა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნაპრაიმტაიმი · 16:11
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 