ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 10:53

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩატარდება, მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 10:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრებაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ