ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საია - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.პაატა მანჯგ

საია - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად
ფოტო: ფრონტნიუსი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.პაატა მანჯგალაძის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. საქმე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება."აღსანიშნავია, რომ პ. მაჯგალაძის საქმე, 2026 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე სახელმწიფოს მიერ გატარებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე განიხილება. ბრალდებულთა უმრავლესობას თავდაპირველად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო წინამდებარე განცხადების მომზადების დროისთვის დასრულებულ ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მათ შორის, ნაწილზე - საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. მანჯგალაძეს დამატებით შეეზღუდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია; დაცვის მხარის მიერ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების მიუხედავად, შეზღუდვა ძალაში დარჩა. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება შესაძლოა უკავშირდებოდეს, არა მხოლოდ ბრალდების აღიარებას, არამედ მკაცრი სასჯელისა და ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის რისკს, აგრეთვე საქმის სამართლიანი განხილვის მიმართ უნდობლობას. შესაბამისად, სხვა ბრალდებულთა აღიარებები და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენები ვერ ჩაანაცვლებს მანჯგალაძის ინდივიდუალური ქმედებისა და განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.საიას შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან. კერძოდ, არ დასტურდება არც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან მისი კონკრეტული კავშირი, არც ძალადობის დაგეგმვაში, მითითებების გაცემასა თუ კოორდინაციაში მონაწილეობა და არც შესაბამისი განზრახვა. ამ მტკიცებულებით დანაკლისს ვერ ავსებს წარსული პოლიტიკური განცხადებები, რომელთა დროითი კონტექსტის ბუნდოვანება დამატებით ქმნის მათი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასების რისკს. აღნიშნული ხარვეზები არსებით ეჭვს წარმოშობს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის მიმართ და სააპელაციო განხილვისას მოითხოვს მანჯგალაძის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დაცვის არსებითი არგუმენტების სრულყოფილ შეფასებას.აქვე, აღსანიშნავია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეზე წარდგენილ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბრალდების ბუნდოვანებას და მტკიცებულებათა ნაკლებობაზე. მისი შეფასებით, არ იკვეთება მანჯგალაძის კონკრეტული როლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხოლო აქციის ორგანიზატორად დასახელება, ინდივიდუალური ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის დადგენის გარეშე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისი არ არის", - აცხადებენ საიაში.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 02.11.2026, 13:37. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ